ფილ ფოდენი - მანჩესტერ სიტის ყველაფრის მოგება შეუძლია
ფილ ფოდენი - მანჩესტერ სიტის ყველაფრის მოგება შეუძლია

მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ფილ ფოდენი მიიჩნევს, რომ მის გუნდს წელს ოთხივე ტურნირის მოგება შეუძლია.

სიტიმ ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში ნიუპორტი დაამარცხა და ფოდენმა ამ მატჩში ორი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილს სათავეში უდგას, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ოთხშაბათს, 20 თებერვალს, შალკეს დაუპირისპირდება, კარაბაოს თასის ფინალში კი მომავალ კვირას ჩელსისთან გაარკვევს ურთიერთობას.

„ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა იოლი არაფერი იქნება“, – ამბობს 18 წლის ფეხბურთელი.

აღსანიშნავია, რომ ერთ სეზონში ოთხი ტურნირი არც ერთ ინგლისურ გუნდს არასოდეს მოუგია, ყველაზე ახლოს კი ამ მიღწევასთან მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელმაც 1999 წელს პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ასოციაციის თასი მოიგო.