ფიგურული ციგურაობა | „თრიალეთის თასზე“ მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა #1TVSPORT

16:12, 02.10.2026

ბათუმში მიმდინარე „თრიალეთის თასზე“ ფიგურულ ციგურაობაში წყვილებმა მოკლე პროგრამა წარადგინეს.

საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსაჯებისგან 80.01 ქულა დაიმსახურეს, პირველ ადგილზე არიან და უახლოეს მდევრებს, ნეიტრალური დროშით გამომსვლელ სპორტსმენებს, ეკატერინა ჩიკმარევას და მატვეი იანჩენკოს (74.00) ექვსი ქულით უსწრებენ.

წყვილები თავისუფალ პროგრამას 3 ოქტომბერს წარმოადგნენ.

მსგავსი