ფიგურული ციგურაობა | „თრიალეთის თასზე“ ინგა გურგენიძემ და ანასტასია გუბანოვამ იასპარეზეს #1TVSPORT
ბათუმში დაიწყო ჩელენჯერის ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში „თრიალეთის თასი“, რომელშიც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს.
შეჯიბრების პირველ დღეს ასპარეზობა ქალებმა დაიწყეს, მოკლე პროგრამით საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ იასპარეზეს.
გუბანოვამ მსაჯებისგან 70.69 ქულა დაიმსახურა და მესამე ადგილზეა, გურგენიძემ კი 63.66 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე 74.69 ქულით ესტონელი ნინა პეტროკინაა.
ქალები თავისუფალ პროგრამას 3 ოქტომბერს წარმოადგენენ.
დღესვე რიტმულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვლენ, ხოლო მამაკაცთა შორის მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს.