ფიგურული ციგურაობა | თრიალეთის თასზე ანასტასია გუბანოვამ მეოთხე ადგილი დაიკავა, ინგა გურგენიძემ – მეექვსე #1TVSPORT

20:17, 03.10.2026

ბათუმში ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ ქალთა შორის შეჯიბრებით დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ და ინგა გურგენიძემ იასპარეზეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა მესამე ადგილზე იყო, გურგენიძე კი – მეხუთეზე. თავისუფალი პროგრამის შესრულებისას გუბანოვამ (189.31) რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა, გურგენიძემ (177.55) კი – მეევსეზე.

ქალთა შეჯიბრება ესტონელმა ნინა პეტროკინამ (205.94) მოიგო და თრიალეთის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი სამი  ოქროს მედლით დაასრულა – „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულები დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები), ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) და ნიკა ეგაძე (მამაკაცები) გახდნენ.

მსგავსი