ფიგურული ციგურაობა | სპორტული წყვილი საქართველოდან ISU-ს გრან პრის ფინალში პირველად იასპარეზებს #1TVSPORT
ISU-ს გრან პრის ფინალს, რომელიც 5-8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთი, ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს. ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში ჩვენი ქვეყნიდან სპორტული წყვილი ამ პრესტიჟული შეჯიბრების ფინალისტებს შორის პირველად მოხვდა.
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალში კი ერთმანეთს სულ ექვსი წყვილი შეეჯიბრება – კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და შეერთებული შტატებიდან.
✨ #GPFigure Final Qualifiers Pairs ✨
Deanna Stellato-Dudek/Maxime Deschamps 🇨🇦
Riku Miura/Ryuichi Kihara 🇯🇵
Minerva Fabienne Hase/Nikita Volodin 🇩🇪
Sara Conti/Niccolo Macii 🇮🇹
Anastasiia Metelkina/Luka Berulava 🇬🇪
Ellie Kam/Danny O’Shea 🇺🇸 #FigureSkating pic.twitter.com/so60RPLuM5— Europe On Ice (@europeonice) November 23, 2024