ფიგურული ციგურაობა | სმოლკინისა და დევისის წყვილი ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამას წარადგენს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში ინდივიდუალური ასპარეზობა გრძელდება.
11 თებერვალს საქართველოს თავისუფალი პროგრამით სპორტულ ცეკვებში გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი წარადგენს. პირდაპირ რეპორტაჟს 22:30 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მოკლე პროგრამის შემდეგ წყვილმა 77.15 ქულა დაიმსახურა და მე-13 ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში 23 წყვილი მონაწილეობს და მედლები ორი პროგრამის ჯამში ნაჩვენები შედეგის მიხედვით გათამაშდება.
საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.