ფიგურული ციგურაობა | საფრანგეთის გრანპრიზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ანჟეში მიმდინარე გრან პრის სერიის ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წყვილმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის შემადგენლობით, ვერცხლის მედალი მოიპოვა
რიტმული ცეკვების შემდეგ დევისი-სმოლკინის წყვილი 77.90 ქულით მეორე ადგილზე იყო, მათ თავისუფალ პროგრამაში 116.03 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 193.93 ქულა დააგროვეს და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდნენ.
ტურნირის გამარჯვებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ფრანგების წყვილი, ლორენს ფურნიე ბოდრო და გიომ სიზერონი გახდა.