ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ასპარეზობაში ნიკა ეგაძე გამოვიდა - საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს.

მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და საქართველოს 5 გუნდური ქულა მოუტანა.

6 თებერვალს რიტმულ ცეკვაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძინა, ანასტასია გუბანოვამ – 6, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა. საბოლოოდ, 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 გუნდს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა და ისტორიაში პირველად ფინალის საგზური მოიპოვა.

მედლებისთვის იბრძოლებენ: აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28 ქულა), კანადა (27), საქართველო (25).

მედლებისთვის ბრძოლა თავისუფალი პროგრამით დაიწყება. პირველი საქართველოს დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს.