ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მეცხრე ადგილზე დაასრულა და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT

ბოსტონში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ბოლო დღეს მედლების კომპლექტი მამაკაცებს შორის გათამაშადა. თავისუფალი პროგრამის შემდეგ 31 ქვეყნის 39 მონაწილეს შორის ქართველი ნიკა ეგაძე 263.03 ქულით მე-9 პოზიციაზე გავიდა და საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის ორი საგზური მოუტანა.

საბოლოო ჯამში, დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სპორტული წყვილებში, სპორტული ცეკვებსა და მამაკაცთა თანრიგში მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე 2-2 საგზურის მოპოვება შეძლო.

ბოსტონში ლიცენზია ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ანასტასია გუბანოვამ, თუმცა მას ამის შანსი დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე ექნება, რომელიც სექტემბერში ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართება.