ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ნიკა ეგაძემ გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ 91.94 ქულით მეორე ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ კი ნიკამ ჯამში 243.87 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონი შვეიცარიელი ლუკას ბრიჩგი (267.09) გახდა, ვერცხლის მედალს იტალიელი ნიკოლაი მემოლა (262.91) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ფრანგმა ადამ შიაო სომ ფამ (257.99) მოიპოვა.

საბოლოოდ, ქართულმა დელეგაციამ ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა – ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, წყვილთა შორის კი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მე-8 ადგილზე გავიდნენ.