ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ფიგირულ ციგურაობაში თავისუფალ პროგრამას მამაკაცები წარადგენენ და მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება.

საქართველოს სახელით ყინულის მოედანზე ნიკა ეგაძე გავა. შეჯიბრება 22:00 საათიდან დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ 85.11 ქულით მე-15 ადგილზეა. თავისუფალ პროგრამით ქართველი სპორტსმენი მე-10 ნომრად გამოვა.

სპორტულ ცეკვებში საქართველოს სახელით გამომსვლელმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა მე-13 ადგილზე დაასრულა.