ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე მსოფლიო ჩემპიონატზე მოკლე პროგრამას წარმოადგენს, მეტელკინა-ბერულავას წყვილი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

10:15, 26.03.2026

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. 26 მარტს საქართველოს ტურნირზე ნიკა ეგაძე წარადგენს, ასევე იასპარეზებს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამას წარადგენს. ის მეექვსე, უძლიერესთა ჯგუფშია და 31-ე ნომრად გამოვა. მამაკაცთა შორის ასპარეზობა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება მეტელკინასა და ბერულავას წყვილს, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსნებმა მოკლე პროგრამაში 79,45 ქულა მოიპოვეს და მეორე ადგილზე არიან. ისინი დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ და მე-19 ნომრად იასპარეზებენ. წყვილთა შორის შეჯიბრება თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.

მსგავსი