ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდის შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით აშშ-ის ქალაქ ბოსტონში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას 42 ქვეყნის 190 სპორტსმენი მიიღებს.
შეჯიბრებაზე საქართველოს გუნდი შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:
სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა, ლუკა ბერულავა;
ქალთა შორის ერთეულთა თანრიგი – ანასტასია გუბანოვა;
მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგი – ნიკა ეგაძე;
სპორტული ცეკვები – დიანა დევისი, გლებ სმოლკინი.
მომავალი ტურნირი იმ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურები ბოსტონში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით განაწილდება. აგრეთვე, ნაწილობრივ განისაზღვრება სარეიტინგო ქულები იმ 10 საუკეთესო გუნდს შორის ადგილის მოსაპოვებლად, რომლებიც ოლიმპიადაზე გუნდურ ასპარეზობაში მიიღებენ მონაწილეობას.
მსოფლიო ჩემპიონატის განრიგი:
26-27 მარტი, 19:05 – ქალები (მოკლე პროგრამა); 02:45 – წყვილები (მოკლე პროგრამა);
27-28 მარტი, 19:05 – კაცები (მოკლე პროგრამა); 02:15 – წყვილები (თავისუფალი პროგრამა);
28-29 მარტი, 19:20 – სპორტული ცეკვა (რიტმული ცეკვა); 02:00 – ქალები (თავისუფალი პროგრამა);
29-30 მარტი, 21:30 – სპორტული ცეკვა (თავისუფალი პროგრამა); 02:00 – კაცები, თავისუფალი პროგრამა;
30 მარტი, 22:00 – გალა-წარმოდგენა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.