ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი მე-14 ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოდის. მათ მოკლე პროგრამა 73.22 ქულით დაასრულეს და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
73.22 ქულა დევისი-სმოლკინის წყვილს მოკლე პროგრამაში მე-14 ადგილის დასაკავებლად ეყო. პირველზე არიან ამერიკელები ჩოკი და ბეიტსი, მათ 90.18 ქულა მიიღეს.