ფიგურული ციგურაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას წარადგენს, სმოლკინი-დევისის წყვილი მოკლე პროგრამით გამოვა #1TVSPORT
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. 27 მარტს საქართველოს ტურნირზე რიტმული ცეკვის მოკლე პროგრამაში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი წარადგენს, თავისუფალი პროგრამით კი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებეს.
რიტმულ ცეკვაში საქართველოს სახელით გამომსვლელი წყვილი 23-ე ნომრად იასპარეზებს. შეჯიბრება 14:30 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება ანასტასია გუბანოვას, მან მოკლე პროგრამაში 69.92 ქულა მოიპოვა და მეექვსე ადგილზეა. თავისუფალ პროგრამაში ის მე-19 ნომრად გამოვა. ქალთა შორის შეჯიბრება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს დელეგაციას მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ვერცლის მედალი ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა მოუტანა.
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.