ფიგურული ციგურაობა | მორის ყვითელაშვილმა საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

10-12 სექტემბერს, იტალიის ქალაქ ბერგამოში გაიმართა ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი ფიგურულ ციგურაობაში, სადაც მამაკაცთა კატეგორიაში ახალ სეზონზე, პირველად იასპარეზა ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა. მორისმა ამ ტურნირზე პირველად წარმოადგინა თავისი ახალი პროგრამები და 17 ქვეყნის 23 მონაწილე მამაკაცს შორის ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში სამი ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ტურნირის ამ ნაწილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში, 236,18 ქულით, საპატიო მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

დატოვე კომენტარი