ფიგურული ციგურაობა - მორის ყვითელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

კრასნოიარსკში მიმდინარე მაოფლიოს ზამთრის უნივერსიადაზე ფიგურულ სრიალში საქართველომ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართულ დელეგაციას ერთადერთი მედალი მორის ყვითელაშვილმა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მორისის კონკურენტები იყვნენ ცნობილი მოციგურავეები იტალიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ასევე რუსეთის 2019 წლის ჩემპიონი მაქსიმ კოვტუნი და ევროპის 2019 წლის ვერცხლის მედლის მფლობელი ალექსანდრე სამარინი. მორისმა ორი პროგრამის ჯამში 258,02 ქულით მე – 3 ადგილი მოიპოვა. ზამთრის უნივერსიადებში საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ბრინჯაოს მედალი პირველი გამორჩეული შედეგი იყო , რომელსაც ქართველმა მოციგურავემ მიაღწია . საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი ულოცავს მორისსა და მის მწვრთნელს ეთერ თუთბერიძეს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამ წარმატებულ შედეგს.

საქართველო რუსეთში სპორტის სამ სახეობაში 6 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. მოთხილამურეთა გიგანტურ სლალომში მონაწილეობა უკვე მიიღეს თამარ ბარბარიანმა და სალომე კვიციანმა, რომლებიც ფინალურ რაუნდამდე ვერ მივიდნენ. საქართველოს სახელით უახლოეს დღეებში კიდევ სამი სპორტსმენი იასპარეზებს : მოთხილამურე შოთა ნათაძე ძალებს გიგანტურ სლალომში მოსინჯავს, ჯაბა ცხვედიანი და გუგა დვალი კი სნოუბორდის ერთ-ერთ სახეობაში – სლოუპსტაილში ეცდებიან წარმატების მიღწევას.

კრასნოიარსკის ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა 2 მარტს დაიწყო და 12 მარტს დასრულდება.