ფიგურული ციგურაობა | კონსტანტინე სუპატაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | კონსტანტინე სუპატაშვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზეა #1TVSPORT

იტალიაში მიმდინარე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენელმა, კონსტანტინე სუპატაშვილმა დღეს წარმატებით იასპარეზა.

მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ კონსტანტინე სუპატაშვილი 16 მონაწილეს შორის 65,12 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

კონსტანტინე სუპატაშვილს უახლოეს მდევართან 2,5 ქულა აშორებს და ის ამ შედეგით საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

ხვალ, 26 იანვარს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურული მოციგურავეები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ.