ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძის წარმატებული დებიუტი გრან პრის ბოლო ეტაპზე #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძის წარმატებული დებიუტი გრან პრის ბოლო ეტაპზე #1TVSPORT

დასრულდა იუნიორ გოგონებს შორის გრან პრის ბოლო, მეექვსე ეტაპი ფიგურულ ციგურაობაში, რომელსაც იტალიური ქალაქი ეგნა მასპინძლობდა. მასშტაბურ ტურნირში 37 ქვეყნის 44 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ინგა გურგენიძემ, რომლისთვისაც ეს სეზონი სადებიუტო იყო, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ქართველმა გოგონამ ურთულესი ელემენტებით დატვირთული ორი პროგრამა წარმოადგინა, 190.52 ჯამური ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინგა გურგენიძე მხოლოდ იაპონელ და კორეელ სპორტსმენებს ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ახალბედა ქართველმა მოციგურავემ ევროპის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში.