ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძემ და კონსტანტინე სუპატაშვილმა ბოსფორის თასზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
სტამბულში გამართულ იუნიორთა ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ და კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ბოსფორის თასზე გურგენიძემ მოკლე პროგრამაში 62.52 ქულა მოიპოვა, თავისუფალში – 111,85 და, საერთო ჯამში, 174,37 ქულით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. სუპატაშვილმა მოკლე პროგრამა 60,42 ქულით დაასრულა, თავისუფალში 124.22 ქულა მიიღო და ორი პროგრამის ჯამში 184.64 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა.
ტურნირზე საქართველოს კიდევ ერთი სპორტსმენი, აიშა ალახვერდიევაც წარადგენდა, რომელმაც 28 მონაწილეს შორის მე-11 პოზიცია დაიკავა.