ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძემ ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ინგა გურგენიძემ თავისუფალი პროგრამით იასპარეზა.
ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში მან მე-11 ადგილი დაიკავა, ორი გამოსვლის ჯამში 183.04 ქულა მოიპოვა და საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს სპორტულ წყვილებში მოკლე პროგრამით ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს და 69,18 ქულით პირველ ადგილზე არიან.