ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

23-25 იანვარს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებაში საქართველოდან 16 წლის ინგა გურგენიძე მონაწილეობდა, რომელმაც 23 მონაწილეს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სლოვენიაში გამართულ ტურნირამდე გურგენიძემ ასევე წარმატებას მიაღწია რუმინეთში გამართულ იუნიორთა შეჯბრებაზე, სადაც 21 მონაწილეს შორის მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.