ფიგურული ციგურაობა | ინგა გურგენიძე და კონსტანტინე სუპატაშვილი იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით გამოვლენ [ვიდეო] #1TVSPORT
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის საქართველოს ნაკრების წევრებმა, ინგა გურენიძემ, ქეთევან მახარაძემ და კონსტანტინე სუპატაშვილმა მოკლე პროგრამით იასპარეზეს.
ინგა გურგენიძემ 64.28 ქულა დაიმსახურა, 51 მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა და 7 მარტს ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით გამოვა.
კონსტანტინე სუპატაშვილი 61.62 ქულით 43 მონაწილეს შორის 21-ე ადგილზეა – საქართველოს ნაკრების წევრი თავისუფალ პროგრამას 6 მარტს წარმოადგენს.
ქეთევან მახარაძემ მოკლე პროგრამაში 42.30 ქულა დააგორვა და გამოსვლა 42-ე ადგილზე დაასრულა.