ფიგურული ციგურაობა | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული გუნდით იასპარეზებს – პირდაპირი რეპორტაჟები პირველი არხი სპორტზე #1TVSPORT

20:39, 12.01.2026

14-დან 18 იანვრის ჩათვლით ინგლისის ქალაქ შეფილდში ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები სრული გუნდით გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია გუბანოვა (ქალები) და დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) მიიღებენ.

ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავზებთ.

14 იანვარი

17:00 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

21:00 ქალები (მოკლე პროგრამა)

15 იანვარი

17:00 კაცები (მოკლე პროგრამა)

22:00 სპორტული წყვილები (თავისუფალი პროგრამა)

16 იანვარი

16:00 სპორტული ცეკვა (რიტმული ცეკვა)

22:00  ქალები (თავისუფალი პროგრამა)

17 იანვარი

17:00 კაცები (თავისუფალი პროგრამა)

22:30 სპორტული ცეკვა (თავისუფალი პროგრამა)

18 იანვარი  

19:00 საჩვენებელი პროგრამა

ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომელიც 6 თებერვლიდან მილანში გაიმართება.

მსგავსი