ფიგურული ციგურაობა | ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი მე-10 ადგილზეა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი მე-10 ადგილზეა #1TVSPORT

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის საქართველოს სახელით რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოდის. მათ მოკლე პროგრამა 73.82 ქულით დაასრულეს და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

73.82 ქულა დევისი-სმოლკინის წყვილს მოკლე პროგრამაში მე-10 ადგილის დასაკავებლად ეყო. პირველზე არიან იტალიელები გიგნარი და ფაბრი, მათ 84.23 ქულა მიიღეს.