ფიგურული ციგურაობა | დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტული ცეკვებში თავისუფალი პროგრამით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მე-10 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამის შემდეგ კი დევისი-სმოლკინის დუეტმა, ჯამში, 190.15 ქულა დააგროვა და საბოლოოდ შეჯიბრებაზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულს შარლინ გინიარი და მარკო ფაბრი (იტალია) დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ლილია ფეარმა და ლუის გიბსონმა (დიდი ბრიტანეთი) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ჯულია ტურკილა და მატიას ვერსლიუსი (ფინეთი) გახდნენ.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის თავისუფალი პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ რომ ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ – ბრინჯაოს, ხოლო ქალთა შორის ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.