ფიგურული ციგურაობა | დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია #1TVSPORT
ბათუმში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ჩელენჯერის ტურნირზე, „თრიალეთის თასზე“, საქართველოს ნაკრების მოცეკვავე წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა პირველი ადგილი მოიპოვა.
რიტმული ცეკვების შემდეგ დევისისა და სმოლკინის წყვილი 85.23 ქულით პირველ ადგილზე იყო, მათ თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე შეასრულეს და საბოლოოდ, 208.67 ქულით ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანეს.
დღეს „თრიალეთის თასზე“ საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი გამოვიდა – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე არიან.