ფიგურული ციგურაობა | დღეს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური ასპარეზობის ფინალში მეტელკინა-ბერულავას წყვილი, ეგაძე და გუბანოვა იასპარეზებენ – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #TVSPORT

09:30, 08.02.2026

დღეს მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგიურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაში მედლების კომპლექტი გათამაშდება. თავისუფალი პროგრამით ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილი, ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა იაპარეზებენ.

შეჯიბრება 22:30 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გუნდური შეჯიბრების ფინალში სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით უკვე გამოვიდა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი, რომელმაც 117.82 ქულა მიიღო, 7 გუნდური ქულა მოიპოვა და ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 32 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამით გამოსვლების შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია: აშშ (44 ქულა), იაპონია (39), იტალია (37), კანადა (35), საქართველო (32).

მსგავსი