ფიგურული ციგურაობა | „ბოსფორის თასზე“ კაზაკოვასა და კასინსკის წყვილმა საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა #1TVSPORT

20:00, 01.12.2025

ფიგურულ ციგურაობაში „ბოსფორის თასის“ 2025 წლის გათამაშებაზე სპორტული ცეკვების კატეგორიაში მარია კაზაკოვასა და ვლადისლავ კასინსკის წყვილმა საქართველოს დელეგაციას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

წყვილმა რიტმულ ცეკვაში 65.13 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში – 100.62, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 165.75 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

მანამდე სტამბოლში მიმდინარე ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ინგა გურგენიძემ და კონსტანტინე სუპატაშვილმა.

მსგავსი