ფიგურული ციგურაობა | ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში 57.03 ქულა დაიმსახურა [ვიდეო] #1TVSPORT

ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ასპარეზობენ. მათ მოკლე პროგრამა 57.03 ქულით დაასრულეს და თავისუფალი პროგრამით გამოსვლის უფლება მოიპოვეს, რომელიც ხვალ, 30 იანვარს გაიმართება.

57.03 ქულა ბერულავა-მეტელკინას წყვილს მოკლე პროგრამაში მხოლოდ მეცხრე ადგილის დასაკავებლად ეყოთ. პირველზე არიან გერმანელები მინევრა ფაბიანე ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი, მათ 71.59 ქულა მიიღეს.