ფიგურული ციგურაობა | ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ჩინეთის გრანპრიზე ოქროს მედლები მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩინეთში ფიგურულ ციგურაობაში ISU-ს გრან პრის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომელშიც ანასტასია მეტელიკნასა და ლუკა ბერულავას წყვილმა საქართველოს ოქროს მედლები მოუტანა.

ქართველმა სპორტსმენებმა 2025 Cup of China-ს მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, თავისუფალ პროგრამაში 139.47 ქულა დააგროვეს და ორი პროგრამის ჯამში 217.24 ქულით ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ვერცხლის მედლები იტალიელებმა სარა კონტიმ და ნიკოლო მასიიმ (209.88) მოიპოვეს, მე-3 ადგილზე კი ჩინელები – ვენჯუნ სუი და კონგ ჰანი (202.92) გავიდნენ.

დღესვე თავისუფალი პროგრამა ანასტასია გუბანოვამ შეასრულა, რომელმაც 131.60 ქულა (67.41 ტექნიკური ელემენტებისთვის + 64.19 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა. გუბანოვამ ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 197.88 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.