ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვამ ამერიკის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვამ ამერიკის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ამერიკის  შეერთებულ შტატებში ფიგურულ ციგურაობაში გრან პრის სერიის მეხუთე ეტაპზე ქალთა შორის, საქართველოს  ნაკრების  წევრმა, ანასტასია  გუბანოვამ ორი პროგრამის ჯამში 204.69  ქულა  მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გრანპრის ეტაპის გამარჯვებული მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ალისა ლიუ გახდა, ვერცხლის მედალს იაპონელი რინკა ვატანაბე დაეუფლა.

აშშ-ში გამართულ შეჯიბრებაში ლუკა ბერულავასა და  ანასტასია მეტელკინას წყვილმა სპორტულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.