ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვა - თავისუფალ პროგრამაში ლიდერთა ჯგუფში გამოსვლა თავდაჯერებას შემმატებს #1TVSPORT

ანასტასია გუბანოვამ საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, მას მერე მან ჩვენი ქვეყნის სახელით არაერთი მედალი მოიპოვა, მათ შორის ევროპის ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქრო. ის ამჯერად ახლოსაა ზამთრის ოლიმპიადის კვარცხლბეკთან. გუბანოვამ მოკლე პროგრამა მაღალ დინეზე შეასრულა, მსაჯებისგან 71,77 ქულა დაიმასახურა და მეექვსე ადგილზეა.

„გახარებული ვარ, – განაცხადა ანასტასია გუბანოვამ მედიასთან, – იმაზე უკეთ ვისრიალე, ვიდრე მოველოდი. ახლა თავისუფალი პროგრამით გამოსვლისთვის ვემზადები. ლიდერთა ჯგუფში ვიქნები, რაც მეტ თავდაჯერებას შემმატებს.

წინა დღისით წყვილებს, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას საქომაგოდ ვიყავი. ძალიან ემოციური იყო. მათ გამოსვლაზე გაცილებით მეტი ვინერვიულე, ვიდრე საკუთარზე. მათ საქართველოსთვის პირველი მედალი მოიპოვეს ზამთრის ოლიმპიადებზე. ვამაყობ ჩვენი ქვეყნით“.

ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა 19 თებერვალს, 22:00 საათიდან გაიმართება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.