ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე უშეცდომოდ გამოვიდა და მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. დღეს შეჯიბრებაში ჩაერთო საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 69.81 ქულა მოაგროვა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

იგი ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქალთა შორის თავისუფალი პროგრამაც კარგად წარმოადგინოს. ეს შეჯიბრება 28 იანვარს თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.

27 იანვარს ფინეთის ყინულზე გამოვლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა. ამავე დღეს კაცთა შეჯიბრებაში თავსუფალ პროგრამას წარმოადგენენ მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე.