ფიგურული ციგურაობა | ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ მე-11 ადგილზეა #1TVSPORT
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამით იასპარეზა, მსაჯებისგან 56.17 ქულა დაიმსახურა და პირველი დისციპლინის შემდეგ მე-11 ადგილზეა.
გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 16 იანვარს იასპარეზებს, შეჯიბრება 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
14 იანვარს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავს წყვილმა იასპარეზა – საქართველოს ნაკრების წევრები მოკლე პროგრამის შემდეგ 75.96 ქულით პირველ ადგილზე არიან.