ფიგურული ციგურაობა | ახალი სპორტული სეზონის წარმატებული დასაწყისი #1TVSPORT
ფიგურული ციგურაობა | ახალი სპორტული სეზონის წარმატებული დასაწყისი #1TVSPORT

გრან პრის ეტაპებში მონაწილეობის ისტორიაში საქართველომ პირველად შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193,11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

შეფილდში გამართულ ეტაპზე ათი ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლიდან ასპარეზობს. გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით გუბანოვა პირველად გამოდიოდა. მისი დებიუტი მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა – საქართველოს წარმომადგენელმა გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა. მეორე ეტაპი ანასტასია გუბანოვასთვის ორი კვირის შემდეგ, ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.