პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდამ ლუის ფიგუმ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტი დაასახელა.
„ვინ მოიგებს ჩემპიოთა ლიგას? ვფიქრობ, „პარი სენ-ჟერმენი“. გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, აჩვენებს სტაბილურ შედეგებს. მაგრამ არ ვგრძნობ, რომ შემიძლია ზუსტი პროგნოზის მოცემა, ამიტომაც მიჭირს დანამდვილებით თქმა“, – მოჰყავს ფიგუს სიტყვები Tuttomercatoweb.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ შეხვდება „არსენალს“, მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ „ბარსელონა“ და „ინტერი“.