FIFPro უეფა-სა და ფიფა-სგან ბელარუსის ჩემპიონატის შეჩერებას ითხოვს
FIFPro უეფა-სა და ფიფა-სგან ბელარუსის ჩემპიონატის შეჩერებას ითხოვს

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის (FIFPro) გენერალური მდივანი იონას ბაერ-ჰოფმანი ბელარუსს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება და ეროვნული ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეაჩეროს.

„ჩვენ გირჩევთ, იგივე ნაბიჯები გადადგათ, რაც ყველა საფეხბურთო ლიგაში .- საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, თუ როგორი შედეგები შეიძლება თამაშების გაგრძელებას მოჰყვეს. არა მგონია, ვინმემ შეძლოს ამის ახსნა, რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ბელორუსის და მისი საზღვრების გარეთ არსებული სტანდარტები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ჩემპიონატი შეჩერდეს, რადგან ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობენ“. – ციტირებს ბაერ-ჰოფმანს bbc.com.

გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ FIFPro აპირებს ამ პოზიციის დაცვას უეფა-სა და ფიფა-ში. ბელარუსის ჩემპიონატი ევროპაში ერთადერთი პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც ჯერ არ შეჩერებულა.