ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ჰოსპიტალიზებულია

09:54, 08.01.2021

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა.

„მამაჩემი საავადმყოფოშია. მისი მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ კიდევ გარკვეული ხანი სჭირდება კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლისთვისა და დასვენებისთვის“, – განაცხადა ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერის ქალიშვილმა კორინ ბლატერმა.

84 წლის ექს-პრეზიდენტმა ადრე კორონავირუსი გადაიტანა. ბლატერი ფიფა-ს 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, სანამ 2015 წლის ივნისში, მის ორგანიზაციაში კორუპციული კრიზისის ფონზე გადადგომის გადაწყვეტილება არ მიიღო.

მსგავსი