ფიფას სააპელაციო კომიტეტმა ჩელსის მიმართ გამოტანილი სასჯელი ძალაში დატოვა
ფიფას სააპელაციო კომიტეტმა ჩელსის მიმართ გამოტანილი სასჯელი ძალაში დატოვა

ფიფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ჩელსის მომდევნო ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აეკრძალა, ლონდონურმა კლუბმა სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა, თუმცა ვერაფერს მიაღწია.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც სააპელაციო კომიტეტმა გადაწყვეტილებაში შეიტანა, კლუბისთვის გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში 16 წლამდე ფეხბურთელების შეძენის უფლების მინიჭებაა.

ფიფამ ზემოხსენებული სასჯელი მას შემდეგ გამოიტანა, რაც გამოძიებით გაირკვა, რომ არისტოკრატებმა 18 წლამდე ასაკის უცხოელ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესები დაარღვიეს. ძალაში დარჩა ჯარიმის ოდენობაც – 390 000 ფუნტი სტერლინგი.

ლონდონური კლუბი ახლა აპელაციის შეტანას სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს.