ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე შეწყდა
ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე შეწყდა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ეთიკის კომიტეტის საგამომძიებლო პალატამ შეწყვიტა საქმის წარმოება ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს მიმართ.

წლევანდელი წლის მაისში საგამომძიებლო პალატის თავმჯდომარემ დაიწყო წინასწარი გამოძიება ინფანტინოს საქმეზე. აღნიშნავდნენ, რომ ფიფას პრეზიდენტმა ეთიკის კოდექსი დაარღვია, როცა კერძო თვითმფრინავი დაჯავშნა სურინამიდან ჟენევაში მგზავრობისთვის. ეს ნაბიჯი უკავშირდებოდა ინფანტინოს სავარაუდო შეხვედრას შვეიცარიის გენერალურ პროკურორთან მაიკლ ლაუბერთან.

საგამომძიებლო პალატამ შეისწავლა ყველა დოკუმენტი ამ საქმესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, საგამომძიებლო პალატის თავმჯდომარემ გადაწყვიტა საქმის დახურვა ეთიკის კოდექსის ნებისმიერ დარღვევებთან დაკავშირებით მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

ადრე შვეიცარიის პროკურატურამ დაადანაშაულა 50 წლის ფუნქციონერი ფედერალური პროკურატურის თანამშრომელთა წაქეზებაში – გადაემეტებინათ საკუთარ უფლებამოსილებას.

ინფანტინო 2016 წლიდან უდგას სათავეში ფიფას.