ფიფას პრეზიდენტი - უფრო ახლოს ვართ ახალი კალენდრის გამოქვეყნებასთან
ფიფას პრეზიდენტი - უფრო ახლოს ვართ ახალი კალენდრის გამოქვეყნებასთან

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ დიდ პროგრესს მიაღწია საერთაშორისო კალენდრის შედგენის საკითხში.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა – საერთაშორისო კალენდარი. მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებას ამ მხრივ. არა ერთი კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ უფრო ახლოს მივედით იმასთან, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული განრიგი წარმოვადგინოთ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა მხარის მოთხოვნები. გასაგებია, რომ ტოპ-ჩემპიონატების განახლება პრიორიტეტია, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეროვნული ნაკრებებიც, ქალთა ფეხბურთიც და ქვედა ლიგებიც“, – განაცხადა ინფანტინომ.