ფიფას ანგარიში - პრემიერლიგა სატრანსფერო დანახარჯებით 2020 წლის ლიდერია
ფიფას ანგარიში - პრემიერლიგა სატრანსფერო დანახარჯებით 2020 წლის ლიდერია

ფეხბურთელთა საერთაშორისო ტრანსფერების რიცხვი 2020 წელს 5.4 პროცენტით შემცირდა წინა წელთან შედარებით. საერთო ფულადი შემოსავლის კლებამ კი 23.4 პროცენტი შეადგინა, – წერია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საერთო თანხამ, რომელიც ტრანსფერებზე დაიხარჯა, 5.63 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 1.7 მილიარდით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.

ყველაზე მეტი ფული ახალი ფეხბურთელებისთვის ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – 1.63 მილიარდი დოლარი. შემდეგ მოდიან იტალიური კლუბები – 731.5 მილიონი დოლარი.

ყველაზე მეტი თანხა ტრანსფერების მეშვეობით ესპანეთის ლა ლიგას კლუბებმა გამოიმუშავეს – 785.7 მილიონი დოლარი.

ფიფა კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე აქტიური „ჩელსი“ იყო. მან გაუსწრო „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“, რომლებსაც მოჰყვებიან „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და „ლიდსი“.

საერთო ჯამში, ფიფამ დაარეგისტრირა 17 077 საერთაშორისო ტრანსფერი. 2019 წელს, ეს რიცხვი 18 047 იყო.