„ფიფამ“ (FIFA) ქალებში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი 32 გუნდამდე გაზარდა

19:14, 01.08.2019

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაამტკიცა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდის მონაწილეობა. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა. ქალებს შორის ისტორიაში პირველი 32-გუნდიანი ჩემპიონატი 2023 წელს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მონაწილეობდა.

ასევე ირკვევა, რომ „ფიფას“ (FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აპირებს გააორმაგოს საპრიზო ფონდი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე. საპრიზო თანხის საერთო რაოდენობა 100 მილიონს გაუტოლდება. შედარებისთვის, მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო თანხა 649 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მსგავსი