ფიფამ ოთხ წელიწადში რვა მილიარდი მოიგო
ფიფამ ოთხ წელიწადში რვა მილიარდი მოიგო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მოამზადა ფინანსური ანგარიში განვლილი ოთხწლიანი ციკლისთვის, – წერს სააგენტო ასოშეიტედ პრესი (AP). ფიფას რეზერვი გაიზარდა 2.4 მილიარდ ევრომდე, ხოლო შემოსავალმა 5.66 მილირადს მიაღწია.

ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე ფედერაცია პროგნოზირებდა. ფიფას ვარაუდით, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო 1.47 მილიარდი ევრო.

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ხელფასმა 1.9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელსაც ორგანიზაცია წინა პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს უხდიდა.

2015 წელს, მან სამი მილიონი დოლარი მიიღო.