ფიფამ ნიგერიის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა
ფიფამ ნიგერიის ნაკრების ყოფილ დამრიგებელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯა ნიგერიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სამსონ სიასია. 52 წლის სპეციალისტმა ამგვარი მკაცრი სასჯელი მექრთამეობის გამო მიიღო.

ფიფაში არ დააკონკრეტეს, რომელი მატჩების შედეგებს უკავშირდება სიასიას მანიპულაციები. ის ნიგერიის ნაკრებს 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის ოქტომბრამდე ავარჯიშებდა, 2016 წელს კი კვლავ ჩაუდგა სათავეში ეროვნულ გუნდს, თან ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდთანაც მუშაობდა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლებამდე მიიყვანა.

სამსონ სიასიას წინააღმდეგ საქმე 2019 წლის თებერვალში აღიძრა. სამუდამო დისკვალიფიკაციის გარდა, ნიგერიელს 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს.