ფიფამ კლუბებს შეზღუდვები დაუწესა
ფიფამ კლუბებს შეზღუდვები დაუწესა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კლუბებისთვის შეზღუდვები შემოიღო. ახალი რეგულაციები საიჯარო ხელშეკრულებების რაოდენობასა და აგენტებისთვის განკუთვნილი საკომისიო თანხის ოდენობას უკავშირდება.

დადგინდა აგენტის საკომისიოს მაქსიმალური ზღვარი, რომელმაც შეადგინა სატრანსფერო თანხის 10 პროცენტი კლუბისგან, რომელმაც ფეხბურთელი გაყიდა და სამი პროცენტი ხელმოწერის ბონუსიდან იმ კლუბისგან, რომელმაც მოთამაშე შეიძინა.

შეიზღუდა ფეხბურთელების იჯარა. კლუბს უფლება ეძლევათ გაასხვისონ, ან იჯარით აიყვანონ  22 წლის, ან მეტი ასაკის მაქსიმუმ რვა ფეხბურთელი. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებებზე სხვა ქვეყნის კლუბებთან.