ფიფამ ე.წ. ჩაწყობილი თამაშებისთვის შვიდი ფეხბურთელი დასაჯა
ფიფამ ე.წ. ჩაწყობილი თამაშებისთვის შვიდი ფეხბურთელი დასაჯა

ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა შვიდ ფეხბურთელს, ე.წ. ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობისთვის, – იტყობინება ორგანიზაციის პრესსამსახური. ამ სიაში არიან ტრინიდადელები – კალტონ მიურეი და კიენო ტომასი, მალავიელი ჰელინგს მვაკასუნგულა, სიერა-ლეონელი იბრაჰიმ კარგბო, ბენინელი სეიდად ჩომოგო, ავღანელი მოჰამად სალინ კოჰისტანი და კუბელი ლეონელ დუარტე.

კიდევ ერთი მოთამაშე, კენიელი ჯორჯ აუდი, 10 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს და 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმეს.

გარდა ამისა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღო საფეხბურთო აგენტმა კუძანაი შაბამ.