ფიფამ ახალი საერთაშორისო ტურნირი დაამტკიცა, ის მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია გახდება
ფიფამ ახალი საერთაშორისო ტურნირი დაამტკიცა, ის მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია გახდება

ყატარი, რომელმაც უნდა უმასპინძლოს 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს, კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მიიღებს. ის სწორედ მსოფლიოს პირველობის წინ ჩატარდება.

ფიფამ გაითვალისწინა ყატარის ფეხბურთის ასოციაციის თხოვნა და დაამტკიცა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება 2021 წლის დეკემბერში. ის ერთგვარი ტესტი უნდა გახდეს ოთხწლეულის მთავარი საფეხბურთო ჩემპიონატის წინ. ტურნირის მონაწილეები იქნებიან აზიისა და აფრიკის არაბული ქვეყნები. გუნდებს შეეძლებათ არ მიიწვიონ შემადგენლობაში თავიანთი საუკეთესო ფეხბურთელები.

ახალი ტურნირის სტრუქტურა და მონაწილეთა შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მასში 8-10 ეროვნული ნაკრები ითამაშებს. ისინი ორ ჯგუფად იქნებიან გაყოფილნი. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა.

ტურნირის ჩატარების ზუსტი ვადებია – 2021 წლის 1-18 დეკემბერს. სწორედ 18 დეკემბერს უნდა გაიმართოს 2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი.