ფიფა ყოველთვის მზად არის საერთო პროექტების განხორციელებისთვის - ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ბიუჯეტი დამტკიცდა #1TVSPORT
ფიფა ყოველთვის მზად არის საერთო პროექტების განხორციელებისთვის - ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ბიუჯეტი დამტკიცდა #1TVSPORT

სასტუმრო რედისონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე ყრილობა გაიმართა – ეს იყო არა საარჩევნო, არამედ, ყოველწლიური, საანგარიშო ყრილობა.

დელეგატებს ფიფა-ს სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ნოდარ ახალკაცმა და უეფა-ს ეროვნული ასოციაციების განვითარების ხელმძღვანელმა ჯოზეფ კლიმენტიმ მიმართეს:

„ფიფა ყოველთვის მზად არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად საერთო პროექტების განხორციელებისთვის და ხელს შეუწყობს სტრატეგიული ამოცანების შესრულებას“, – განაცხადა ნოდარ ახალკაცმა.

ჯოზეფ კლიმეტი„ქართულ ფეხბურთის მიღწევები აქვს ქალთა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში. წარმატებით ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე ფუტსალის ნაკრებმა. საქართველოში ფეხბურთის განვითარების კიდევ ერთი მტკიცებულებაა ის ფაქტი, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს“.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნმა დავით მუჯირმა ისაუბრა ფიფა-სთან და უეფა-სთან თანამშრომლობით განსახორციელებელ პროექტებსა და 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს მზადებაზე.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გამოსვლა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებით დაიწყო, დელეგატებს გააცნო განვლილ პერიოდში განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, ასევე ისაუბრა ეროვნული ნაკრების მოახლოებულ თამაშებსა და ეროვნული ლიგის წინაშე არსებულ ამოცანებზე.

ყრილობაზე ფედერაციის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.